ფეხბურთი

12:02 | 8.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

რადამელ ფალკაო: “რონალდუს დისკვალიფიკაცია უსამართლოა”

ფრანგული “მონაკოს” კოლუმბიელმა ფორვარდმა რადამელ ფალკაომ მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ დაიცვა და გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პორტუგალიელს სამმატჩიანი დისკვალფიკაცია გამოუწერეს, უსამართლო უწოდა.

“ვფიქრობ, კრიშტიანუს დისკვალიფიკაცია უსამართლოა. მსოფლიოში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მას არაფერი ჩაუდენია. გამოდის, რომ იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთაც არაფერი ჩაუდენიათ და რომლებმაც მეტოქეს ძლიერი დარტყმა მიაყენეს, არანაირი განსხვავება არაა. თუ სასჯელი ერთნაირი იქნება, მაშინ დანაშაულის სიმძიმე უბრალოდ აზრს კარგავს. იმასთან შედარებით, როგორ პროვოკაციებსაც აქვს ადგილი, კრიშტიანუს საერთოდ არაფერი ჩაუდენია” - თქვა ფალკაომ.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს წითელი ბარათი “ბილბაოსთან” 1:1 დასრულებულ მატჩში მისცეს, ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია კი, მსაჯისადმი უპატივცემულობის გამო დაუმატეს.

 

0.112808