ჭადრაკი

21:47 | 12.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისში დასრულდა, ფოთში იწყება

დღეს ქუთაისში,ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში  8, 10 და 12 წლამდე ასაკის გოგონებსა და ბიჭებს შორის ევროპის თასის გათამაშების უკანასკნელი, მეშვიდე ტურის  პარტიები  გაიმართა და  ასპარეზობის საუკეთესო  ნორჩი მოჭადრაკეებიც გამოვლინდნენ.
ასაკობრივ ჯგუფებში პირველადგილოსნების დასახელებისას, მსაჯთა კოლეგიამ მხოლოდ ერთხელ  მოიშველია დამატებითი მაჩვენებლები. U8 გოგონებში დიანა ლომაიამ და  ნია დონღვანმა ქულათა თანაბარი რაოდენობა,  6-6 დააგროვეს, თუმც უპირატესობა ხობელ გოგონას, დიანას მიენიჭა. დასკვნითი ტური  დილით ჩატარდა, ევროპის თასის წარჩინებულ  მოჭადრაკეთა დაჯილდოება  და  ტურნირის საზეიმო დახურვა კი საღამოს შედგა. ყველა ასაკობრივ ჯგუფში 5-5 საუკეთესო  მოჭადრაკე  დასაჩუქრდა, შესაბამისად, ნოუთბუქით, ნეთბუქით, მობილური ტელეფონით, აიპოდით, ფოტოაპარატით,  მათ მწვრთნელებს კი ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
ევროპის თასის  გათამაშების საუკეთესო მოჭადრაკეები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გახდნენ:
U8. ბიჭები: ნიკოლოზ კაჭარავა(საქართველო, მწვრთნელი ლევან ბახტაძე)– 6,5 ქულა, ახმად ახმადზადე (აზერბაიჯანი), დავით გაბუნია, ნიკოლოზ კევლიშვილი (ორივე საქართველო), გორ გრიგორიანი(სომხეთი) – 5,5-5,5;
U8. გოგონები: დიანა ლომაია (მწვრთნელი მამუკა გეთია), ნია დონღვანი(ორივე საქართველო) – 6-6, ნადეჟდა ხაჩატრიანი (სომხეთი), ლილე გუმბერიძე - 5-5, სალომე ბეითრიშვილი (ორივე საქართველო), მარიეტა ხაჩატრიანი(სომხეთი) – 4,5-4,5;
U10. ბიჭები: დავით კამკია (საქართველო, მწვრთნელი მურმან ესაძე) - 6, აბდულა ქადიმბეილი (აზერბაიჯანი), ნიკოლოზ პეტრიაშვილი (საქართველო),არტიომ  ტრუბჩანინოვი(რუსეთი), რაუფ მურთუზოვი – 5,5-5,5;
U10.  გოგონები: ანასტასია სიდამონიძე (საქართველო, მწვრთნელი მზია წერეთელი),მაია ბეჭვაია, თამარ ლაგაზაური - 5,5-5,5, თამარ ესაძე(სამივე საქართველო) -5,ზეინაბ ისმაილზადა (აზერბაიჯანი), სანდრა კაპანაძე(საქართველო)-4,5-4,5;
U12. ბიჭები: აშოტ ფარვანიანი (სომხეთი, მწვრთნელი დავიდ უნანიანი) - 6, ირაკლი ახვლედიანი(საქართველო), ტიმურ ტრუბჩანინოვი (რუსეთი),  გურამ კოკაია -5,5-5,5, დავით გვენეტაძე(ორივე საქართველო) - 5;
U12. გოგონები: ანი ივანიანი(სომხეთი, მწვრთნელი დავიდ უნანიანი)-5,5, ნინო ჯალაღონია(საქართველო), მარიამ ავეტისიანი(სომხეთი) – 5-5, მარიამ წამალაშილი,  მარიამ დოლიძე, ლილე ქორიძე(სამივე საქართველო) -4,5-4,5.
ქუთაისიდან ევროპის თასის ბევრი მონაწილე ფოთში მიემგზავრება,სადაც  მეშვიდე საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი, ნანა ალექსანდრიას თასის გათამაშება გაიმართება.

იუზა კაციტაძე
ავტორის ფოტოები

0.192043