ფეხბურთი

19:22 | 15.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია კვიპროსზე პლაჟის ფეხბურთს თამაშობს

კვიპროსზე დაიწყო ტურნირი პლაჟის ფეხბურთში, სადაც თემურ ქეცბაიაც თამაშობს. საქართველოს ნაკრების მწვრთნელის გარდა, პლაჟზე სათამაშოდ მიწვეულნი არიან “ანორთოსისის” ყოფილი ფეხბურთელები: პანაიოტუ, სოსინი, მალეკოსი და ასე შემდეგ.

როგორც “მსოფლიო სპორტი” წერდა, კვიპროსის პლაჟის ფეხბურთის ფედერაციამ რამდენიმე დღის წინ “ოქროს ბუცით” დააჯილდოვა ქეცბაია – კვიპროსულ ფეხბურთში გაწეული წვლილისთვის. მაშინ ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, აქ 10 ქეცბაია რომ მუშაობდეს, კვიპროსული ფეხბურთი ბევრად წინ იქნებოდაო.

0.112838