ბულგარეთის ოქროს ქვიშებზე დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელსაც 224 მონაწილე ჰყავდა, საპრიზო ფონდი კი 50 300 ევრო გახლდათ. ტურნირის ჩემპიონი ჩინელი შანგლეი ლუ (2522) გახდა, რომელმაც 7.5 ქულა მოაგროვა და ჯილდოდ 6 ათასი ერგო.
ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ალექსანდრე ყაშაშვილმა (2299) აჩვენა, რომელმაც თავი 6.0 ქულას მოუყარა და დამატებითი მაჩვენებლებით 28-ე ადგილზე გავიდა, არადა, რეიტინგით მხოლოდ 104-ე გახლდათ.
ვარნაში მოთამაშე დანარჩენ ქართველთა მონაგარი ასეთი გახლდათ: 87. აკაკი შალამბერიძე (2333) – 5.0; 132. ნინო მელაშვილი (2158) – 4.0; 138. თამაზ მგელაძე (2195) – 4.0; 171. ნატო იმნაძე (2052) – 3.5; 172. ვახტანგ ჩიქოვანი (2069) – 3.5; 214. მაია მუმლაძე (1538) – 2.0;