ჭადრაკი

15:13 | 4.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭადრაკეები მე-6 ადგილზე იმყოფებიან

სტამბულში მიმდინარე 16 წლამდე მოჭადრაკეთა ოლიმპიადაზე ფინიშამდე 2 ტურით ადრე, ქართველ მოზარდებს 19.5 ქულა გააჩნიათ და მე-6 ადგილზე  იმყოფებიან. საქართველოს ნაკრებმა მე-8 ტურში თურქეთის ერთ-ერთი გუნდი (თურქებს ოლიმპიადაზე რამდენიმე ნაკრები ჰყავთ წარდგენილი) 4:0 გაანადგურეს და 3 მარცხის წილ მე-5 გამარჯვება იზეიმეს.
ბოლოსწინა ტურში ქართველები რუსეთის ძლიერ გუნდს ეთამაშებიან, რომელსაც ირანის დარად 23.5 ქულა გააჩნია და პირველობას ინაწილებს.
ამ დროისთვის, ქართველი 16-წლამდელების ტექნიკური შედეგები ასე გამოიყურება: ირაკლი ბერაძე (2331) – 5.5 (8); გიორგი სიბაშვილი (2073) – 4.5 (7); ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (1903) – 4.5 (7); ნინო ხომერიკი (2030) – 3 (6); ანა შამათავა (2086) - 2 (4);
ისიც ვთქვათ, რომ თამაშისგან თავისუფალ დღეს  მოზარდები გუნდის კაპიტან გიორგი ხომერიკთან ერთად, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ სტამბულის (ყოფილი კონსტანტინეპოლი) ისტორიულ უბანში ექსკურსიაზე წაიყვანა.

0.121518