ჭადრაკი

15:06 | 8.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ნაიდიჩისა და ბაკროს კომპანიაში

გერმანიის ქალაქ დეიზისაუში, გრძელდება საჭადრაკო ტურნირი 16th Int. Neckar-Open-ი, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი ევროა. ტურნირი სამ კატეგორიაში მიმდინარეობს და მასში ჯამში 700-მდე მოჭადრაკე ჩაება. A ჯგუფში ოცი დიდოსტატია და წლეულს, ტურნირი ყველაზ ძლიერი შემადგნელობით მიმდინარეობს, მონაწილეთა შორის კი, სამი ქართველიცაა: თორნიკე სანიკიძე (2549), კონსტანტინე შანავა (2586) და დავით ლობჟანიძე (2475).
ხუთი ტურის თავზე, 4.5 ქულით 13 მოჭადრაკე დაწინაურდა, რომელთა შორის შანავაც იმყოფება. კონსტანტინემ 4 პარტია მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-13 ადგილზე იმყოფება. 3.5 ქულით 50-ეა სანიკიძე, ხოლო ასეთივე მონაგარის მქონე ლობჟანიძე 73-ე საფეხურზეა. რაც შეეხება გერმანიის სახელით მოთამაშე დავით ბარამიძეს (2618), მან 4.0 ქულა მოაგროვა და ჯერჯერობით, მე-17-ეა.
დეიზისაუს ტურნირზე 2700-იანთა კოჰორტის ორი წარმომადგენელი – გერმანელი არკადი ნაიდიჩი (2718) და ფრანგი ეტიენ ბაკრო (2715) თამაშობს. გასულ ტურებში მათ 4.5-4.5 ქულა მოაგროვეს და ლიდერთა შორის იმყოფებიან. 16th Int. Neckar-Open-ი 9 ტურად მიმდინარეობს, მისი გამარჯვებული კი საპრიზო ფონდიდან 3 ათას ევროს მიიღებს.

0.11579