ჭადრაკი

5:20 | 7.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ათეულს მიღმა

საფრანგეთის ქალაქ ვანდეუვრე-ლე-ნანსის ტურნირის გამარჯვებული მასპინძელი ენტონი ვირიგი (2465) გახდა, რომელმაც 7.5 ქულა მოაგროვა. ქართველთაგან საუკეთესო შედეგი კი ბელა ხოტენაშვილმა (2498) აჩვენა. მან 9 ტურში 6.0 ქულა მიითვალა და მე-11 შედეგი დააფიქსირა.
ტურნირზე კიდევ ორმა ქართველმა მოჭადრაკემ ითამაშა. თორნიკე სანიკიძეს მე-2 განთესვა გააჩნდა, თუმცა, თავი მხოლოდ 5.5 ქულას მოუყარა და მე-15 საფეხურს დასჯერდა. რაც შეეხება მალხაზ სულაშვილს, მან 5.0 ქულით 71 მონაწილეს შორის 28-ე ადგილი დაიკავა.

0.125847