ფიდეს მორიგ, 83-ე კონგრესს სტამბოლმა უმასპინძლა. აღნიშნულ კონგრესზე სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე მოჭადრაკეს სხვადასხვა წოდებები მიენიჭა. მათ შორისაა სამი ქართველიც.
18 წლის მერი არაბიძე (ზესტაფონი) და 21 წლის ლუკა პაიჭაძე (რუსთავი) საერთაშორისო დიდოსტატები გახდნენ, ხოლო 19 წლის ზურაბ ჯავახაძეს (ქუთაისი) საერთაშორისო ოსტატის წოდება მიენიჭა.
როლანდ ლაბუჩიძე