ჭადრაკი

23:07 | 25.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ტრიო ნიუ იორკის ტურნირის სათავეში

ქართველი მოჭადრაკეების ტრიუმფით დასრულდა ნიუ იორკში გამართული საჭადრაკო ტურნირი. თამაზ გელაშვილმა (2600) და გიორგი ყაჭეიშვილმა (2598) 7-7 ქულა მოაგროვეს და თამაში პირველ-მეორე ადგილზე დაასრულეს, მე-3 კი მიხეილ კეკელიძე (2494) გახლდათ 6.5 ქულით.
ამერიკული ტურნირი მარშალის საჭადრაკო კლუბის მიერ გახლდათ ორგანიზებული და მანჰეტენზე, სენტ ჯონის უნივერსიტეტში ჩატარდა, ქართველმა მოჭადრაკეებმა კი იგი დაუმარცხებლად განვლეს.
გელაშვილმა და ყაჭეიშვილმა 5-5 პარტია მოიგეს, 4-4 კი ყაიმით დაასრულეს და მდევართა ჯგუფს, რომელთა შორის, საუკეთესო დამატებითი მაჩვენებლები კეკელიძეს აღმოაჩნდა, 0.5 ქულით გაუსწრეს. რაც შეეხება, ნიკოლოზ მანაგაძეს (2472), იგი 5.0 ქულით 23-ე გახლდათ.
ნიუ იორკის ტურნირის საპრიზო ფონდი 26 500 დოლარი იყო, საიდანაც გელაშვილმა და ყაჭეიშვილმა სათითაოდ 3750 დოლარი მიიღეს, კეკელიძეს კი 1166.67 დოლარი ერგო.

0.125044