ჭადრაკი

14:20 | 11.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ქართული კვარტეტიდან კეკელიძე გამოირჩა

აშშ-ს ქალაქ ფილადელფიაში დასრულდა საკმაოდ წარმომადგენლობითი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა ოთხმა ქართველმა მოჭადრაკემ – თამაზ გელაშვილმა (2619), გიორგი ყაჭეიშვილმა (2612), ნიკოლოზ მანაგაძემა (2475) და მიხეილ კეკელიძემ (2473) მიიღო, გამარჯვება კი ინდოელ დიდოსტატ მაგეშ პანჩანატანს (2557) დარჩა.
ინდოელმა 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა და შვიდი მოჭადრაკისგან შემდგარ ჯგუფს, რომელშიც კეკელიძეც მოხვდა, 0.5 ქულით გაასწრო. თავადაც დააკვირდებოდით, რომ მიხეილს ქართველთა შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი გააჩნდა, საუკეთესო შედეგი კი აჩვენა. კეკელიძემ ტურნირი დაუმარცხებლად განვლო, ბოლო ოთხ ტურში კი სამი გამარჯვება იზეიმა და 6.5 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა.
ბოლო ტურში წააგო და 5.5 ქულით მე-10 პოზიციაზე აღმოჩნდა გელაშვილი, ხოლო მისდარი მონაგარის მქონე ყაჭეიშვილი მე-11 გახლდათ. რაც შეეხება მანაგაძეს, მან თავი 5.0 ქულას მოუყარა და 80 მონაწილეს შორის, ასპარეზობა 25-ე ადგილზე დაასრულა.
ფილადელფიის ტურნირის ჩემპიონ პანჩანატანს საპრიზო ფონდიდან 5483 დოლარი ერგო, კეკელიძე 1044.43-ით დასაჩუქრდა, ხოლო გელაშვილსა და ყაჭეიშვილს 76.25-76.25 დოლარი ერგოთ.

0.120377