რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა რომან პავლიუჩენკომ გადაწყვიტა, ქართული რესტორანი გახსნას. პავლიუჩენკო ამჟამად მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელია. მან განაცხადა, რომ ქართული რესტორნის გახსნის იდეა შარშან გაუჩნდა, რადგან ქართული სამზარეულო ძალიან მოსწონს. რესტორანი ქალაქ სტავროპოლში გაიხსნება.
სხვათა შორის, პავლიუჩენკო რუსულ პრემიერლიგაში მოთამაშე პირველი ფეხბურთელი არაა, რომელიც ქართულ სამზარეულოს აქებს. ადრე ასევე "ლოკომოტივის" ესპანელმა ლეგიონერმა საპატერიმ თქვა, ყველაზე ხშირად მოსკოვში ქართულ რესტორანს ვსტუმრობო.