ჭადრაკი

22:51 | 28.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ჩემპიონატი სენსაციით დაიწყო

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა რიგით 69-ე ეროვნულ ჩემპიონატზე, რომელსაც ქალაქ-კურორტ ანაკლიის სასტუმრო “ანაკლია” მასპინძლობს, სენსაციური შედეგი დაფიქსირდა. პირველ ტურში, საერთაშორისო დიდოსტატმა, ოლიმპიურმა და ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა მაია ლომინეიშვილმა (3366 სარეიტინგო ქულა), ფიდეს ოსტატ მადონა ბოკუჩავას (2058) ვერ მოუგო და მხოლოდ ყაიმს დასჯერდა.

დიდ ინტერესს იწვევდა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების, სალომე მელიასა (2400) და ბელა ხოტენაშვილის (2490) შეხვედრაც, რომელიც ასევე ყაიმით დასრულდა.
გთავაზობთ პირველი ტურის ტექნიკურ შედეგებს:
მადონა ბიკუჩავა-მაია ლომინეიშვილი – 0,5:0,5
სალომე მელია-ბელა ხოტენაშვილი – 0,5:0,5
სოფო გვეტაძე-ნინო ბაციაშვილი – 1:0
ინგა ხურცილავა-სოფიკო ხუხაშვილი – 0:1
ინგა ჭარხალაშვილი-სოფიკო გურამიშვილი – 0,5:0,5
მერი არაბიძე-ნაზი პაიკიძე – 1:0
 
მე-2 ტურის შეხვედრათა განრიგი
პაიკიძე-გურამიშვილი
ხუხაშვილი-ჭარხალაშვილი
ხოტენაშვილი-ხურცილავა
ლომინეიშვილი-მელია
ბაციაშვილი-ბოკუჩავა
არაბიძე-გვეტაძე
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატში, სხვადასხვა მიზეზით, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი და ნინო ხურციძე არ მონაწილეობენ.
 
როლანდ ლაბუჩიძე
 
0.114067