პსჟ-ის ხელმძღვანელებმა “მილანი” უარით გაისტუმრეს. იტალიელებს პარიზელთა არგენტინელი თავდამსხმელის – ეზეკილ ლავესის შეძენა სურდათ.
როგორც Sky Italia იუწყება, 29 წლის შემტევი მილანელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო და მისი ხელში ჩაგდება იტალიელებმა არაერთხელ სცადეს, მაგრამ პსჟ-ს თავისი ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვა არ სურს.
გასულ სეზონში, ლავესიმ პსჟ-ის მაისურით 48 მატჩი ჩაატარა და 12 გოლის გარდა, თავი შვიდი საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა
ლევან გოგოტიშვილი