დასრულდა 14-წლამდე მოჭადრაკე გოგონათა და ჭაბუკთა საქართველოს პირველობა, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობდა.
გოგონებს შორის, 7-7 ქულა ნინო ხომერიკმა (თბილისი) და ნინო დახუნდარიძემ (ქუთაისი) დააგროვეს. უკეთესი კოეფიციენტით, პირველი ადგილი ხომერიკს ერგო, ხოლო მეორე ადგილზე დახუნდარიძე გავიდა. ბრინჯაოს მედლის მფლობელი, დახუნდარიძის თანაქალაქელი ნინო ჯალაღონია გახდა, რომელიც I-II ადგილზე გასულ მოჭადრაკებს ერთი ქულით ჩამორჩა.
გოგონებისგან განსხვავებით, ვაჟთა შორის ჩემპიონის გამოსავლენად, კოეფიციენტის გამოყენება საჭირო არ გამხდარა. პირველ ადგილზე გასულმა გიორგი სიბაშვილმა 7,5 ქულა დააგროვა და მეტოქეებისთვის მიუწვდომელი გახდა. 7-7 ქულის მქონე ნოე თუთისანსა და დავით გვენეტაძეს (ორივე ქუთაისი) შორის, უკეთესი მაჩვენებლით მე-2 ადგილი თუთისანს ერგო, ხოლო გვენეტაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
შეგახსნებეთ, რომ I-II ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს, თავიანთ ასაკოვრივ ჯგუფში, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება აქვს. ჩემპიონს შეუძლია არჩევანი გააკეთოს და მისთვის სასურველ ჩემპიონატზე იასპარეზოს.
აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ევროპის პირველობას, 16-26 აგვისტოს პრაღა (ჩეხეთი), ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატს, 7-19 ნოემბერს მარიბორი (სლოვენია) უმასპინძლებს.
როლანდ ლაბუჩიძე