ჟერარდ პიკემ, სერხიო რამოსმა და ალვარო არბელოამ ესპანეთის ნაკრების ვარჯიში გამოტოვეს. მათ უმნიშვნელო დაზიანებები აქვთ და მხოლოდ ტრენაჟორებზე რამდენიმე წუთით ვარჯიშით შემოიფარგლნენ. ჯერჯერობით უცნობია, ამ სამეულიდან რომელიმე გამოტოვებს თუ არა საქართველოს ნაკრებთან მატჩს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური საიტები ავრცელებენ.
ლონდონის '”არსენალის" მცველმა ნაჩო მონრეალმა კი საქართველოსთან მოახლოებულ მატჩზე ეს თქვა:
"გვსურს, რომ კარგი თამაშითა და მოგებით დავასრულოთ შესარჩევი ეტაპი. საქართველოს ნაკრებთან თბილისში ჩატარებული მატჩი მახსოვს. საკმაოდ რთული შეხვედრა იყო და მოგება გაგვიჭირდა. ისინი 11 კაცით საკუთარ საჯარიმოში იყვნენ, რაც შემტევ გუნდს ამოცანას ურთულებს".