იტალიური “ნაპოლის” თავდამსხმელმა გორან პანდევმა კარიერა, შესაძლოა, ინგლისში გააგრძელოს. როგორც Corriere dello Sport-ი იტყობინება, მაკედონიელი ფეხბურთელის შეძენით “ტოტენჰემია” დაინტერესებული. ლონდონური კლუბი ტრანსფერის განხორციელებას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გეგმავს.
გორან პანდევი “ნაპოლიში” 2011 წელს მილანის “ინტერიდან” საიჯარო ხელშეკრულებით გადავიდა, 2012 წელს კი ნეაპოლელებმა მისი კონტრაქტი გამოისყიდეს. 30 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში სერია ა-ს 16 მატჩში 6 გოლი გაიტანა.