სხვა

16:04 | 10.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიადის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა შეცდომა გაასწორა

ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სოჭი 2014-ის ინგლისურენოვან ვებ-გვერდზე რუსეთის ნაკრების წევრის, მოთხილამურე მარიკა პერტახიას მონაცემებში გალი რუსეთის ტერიტორიად იყო მოხსენიებული.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით აღნიშნული შეცდომა გასწორდა.

“ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებს, ასევე სოჭი 2014-ის საორგანიზაციო კომიტეტის მესვეურებს და აღნიშნული შეცდომის გასწორება ვთხოვეთ. როგორც ხედავთ, შეცდომა გამოსწორდა”, - განაცხადა სოჭში მყოფმა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რეაგირების შემდეგ 1992 წლის 15 დეკემბერს დაბადებული სპორტსმენის, 21 წლის მარიკა პერტახიას ოფიციალურ მონაცემებში - http://www.sochi2014.com/en/athlete-marika-pertakhiya - დაბადების ადგილის გასწვრივ წერია: საქართველო, გალის რაიონი, აფხაზეთის რესპუბლიკა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.112664