“მონაკომ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ კოლუმბიელი ვარსკვლავი, რადამელ ფალკაო კარიერას ფრანგულ კლუბში განაგრძობს.
“თეთრ-წითლების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შეთანხმება მიღწეულია როგორც მადრიდის “ატლეტიკოსთან”, ასევე თავად ფეხბურთელთანაც. ფალკაომ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გარიგების ფინანსური დეტალები უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით, “ატლეტიკო” 45 მილიონ ევროს მიიღებს.
27 წლის რადამელ ფალკაო გარსია სარატე “ატლეტიკოში” 2011 წელს “პორტუდან” გადავიდა. მადრიდულ გუნდში, 2 სეზონის განმავლობაში, მან 90 თამაში ჩაატარა და 70 გოლი გაიტანა. “ატლეტიკოსთან” ერთად, ფალკაომ თითოჯერ ევროპის ლიგა, უეფას სუპერთასი და ესპანეთის თასი მოიგო.