გერმანიის ბუნდესლიგის პირველი ტურის გმირად პიერ-ემერიკ ობამეიანგი მოგვევლინა. „დორტმუნდის“ გაბონელმა ახალწვეულმა, ბუნდესლიგის სადებიუტო მატჩში, თავი ჰეთ თრიქით გამოიჩინა და გუნდს პირველი 3 ქულა მოუტანა. ობამეიანგი გახდა პირველი ფეხბურთელი 2008 წლის შემდეგ, რომელმაც ბუნდესლიგის სადებიუტო მატჩში 3 გოლი გაიტანა. 5 წლის წინათ, იგივე ფრანკფურტის „აინტრახტის“ თავდამსხმელმა, მარტინ ფენინმა გააკეთა.
„აუგსბურგთან“ გამართული გასვლითი შეხვედრის 24-ე წუთზე, ობამეიანგმა შმელცერის ფლანგური გადაცემა გამოიყენა და თავური დარტყმით ტაიმის ერთადერთი გოლი გაიტანა. მე-2 ნახევარში, აფრიკელმა შემტევმა უკვე როისისა და ლევანდოვსკის პასებით იხეირა. თავისი გოლი ლევანდოვსკიმაც გაიტანა. 86-ე წუთზე, მან ახალგაზრდა ჰოფმანის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანით იხეირა.
მიუხედავად 4:0 მოგებისა, „დორტმუნდი“ გათამაშებას მაინც არ ლიდერობს. ამის მიზეზი ისაა, რომ კიდევ უფრო დიდი სხვაობით იმარჯვა „ბუნდესლიგაში“ დაბრუნებულმა „ჰერტამ“. დედაქალაქელებმა ფრანკფურტის „აინტრახტს“ უმასპინძლეს და მეტოქეს 1 გოლის გატანის საშუალება მისცეს, თავად კი სტუმართა კარი 6-ჯერ აიღეს. 2004 წლის დეკემბრის შემდეგ, ეს ბუნდესლიგაში „ჰერტას“ ყველაზე დიდი სხვაობით მოგებაა. 9 წლის წინათ, ბერლინელებმა „გლადბახი“ 6:0 დაამარცხეს.
სამწუხარო ისაა, რომ „ჰერტამ“ „აინტრახტი“ ლევან კობიაშვილის გარეშე დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დაარჩა.
ლევერკუზენი-ფრაიბურგი 3:1 (1:1)
ლევერკუზენი, “ბაიარენა” 25000
ლევერკუზენი (4-3-3): ლენო, დონატი, სპაჰიჩი, ტორპაკი, ბოენიში, ბენდერი, რაინარტცი, კასტრო (ოზტუნალი 87), სამი (ჰეგელერი 80), კისლინგი, სონი (როლფესი 70).
მწვრთნელი: სამი ჰიიპია.
ფრაიბურგი (4-4-2): ბაუმანი, ზუკი (გიუნტერი 68), გინტერი, დიანე, ზორგი, შმიდი, შუსტერი, ფერნანდესი, კოკელინი (კერკი 46), ჰანკე, მეჰმედი (ფრაისი 76).
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი.
გოლები: 1:0 კისლინგი (22), 1:1 ჰანკე (40), 2:1 სონი (47), 3:1 სამი (52).
67-ე წუთზე, შმიდმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.
გაფრთხილებები: რაინარტცი 83 - დიანე 55, ჰანკე 55.
მსაჯი: გიუნტერ პერლი.
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 19 (14)-7 (3), კუთხური: 5-2, თამაშგარე: 2-3, სეივი: 2-11, ჯარიმა: 13-18.
ჰანოვერი-ვოლფსბურგი 2:0 (1:0)
ჰანოვერი, “HDI არენა” 49000
ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი, საკაი, სანე, ჰაგი, პანდერი, ანდერასენი (ჰოფმანი 73), შტინდლი, ბიტენკური (შმიდებახი 76), პრიბი (შლაუდრაფი 66), ჰუსცტი, დიუფი.
მწვრთნელი: მირკო სლომკა.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო, ტრეში, ნალდო, კლოზე, როდრიგესი, კოო (კნოხე 55), პოლაკი, ვიეირინია (სიო 81), არნოლდი, დიეგო, ოლიჩი (შეფერი 66).
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი.
გოლები: 1:0 ანდერასენი (17), 2:0 ჰუსცტი (84).
გაფრთხილებები: ბიტენკური 34, ჰუსცტი 37, პრიბი 45, სანე 54 - კლოზე 13.
გაძევებები: არნოლდი 32, კლოზე 52.
მსაჯი: ფელიქს ბრიხი.
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 20 (14)-15 (10), კუთხური: 7-2, თამაშგარე: 7-4, სეივი: 10-12, ჯარიმა: 32-12.
აუგსბურგი-დორტმუნდი 0:4 (0:1)
აუგსბურგი, “SGL არენა” 30660
აუგსბურგი (4-1-4-1): ამსიფი, ვერჰაეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრზოლეკი, ბაიერი, ჰანი (ფოგტი 83), ალთინთოფი (ფილპი 77), მორავეკი, ჰოლცჰაუზერი (ვლაცომიდოსი 77), მოლდერსი.
მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი.
დორტმუნდი (4-2-3-1): ლანგერაკი, გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, ბენდერი, შაჰინი, როისი, გოუნდოგანი (ბლაშჩიკოვსკი 57), ობამეიანგი (ჰოფმანი 81), ლევანდოვსკი (დურმი 88).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი.
გოლები: 0:1 ობამეიანგი (24), 0:2 ობამეიანგი (66), 0:3 ობამეიანგი (79), 0:4 ლევანდოვსკი (86, პენ).
გაფრთხილებები: ოსტრზოლეკი 52, მორავეკი 83.
მსაჯი: კნუტ კირხერი.
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 11 (6)-13 (11), კუთხური: 5-6, თამაშგარე: 0-2, სეივი: 7-6, ჯარიმა: 20-12.
ჰერტა-აინტრახტი 6:1 (2:1)
ბერლინი, “ოლიმპიაშტადიონი” 55000
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი, ნ’დიენგი, ლანგკამპი, ბრუკსი, ვან დერ ბერგი, ლუშტენბერგერი, ჰოსოგაი (კლუგე 83), ალაგი, ბაუმიოჰანი (რონი 76), ბენ ჰატირა (შულცი 73), რამოსი.
მწვრთნელი: იოს ლუუკაი.
აინტრახტი (4-1-3-2): ტრაპი, იუნგი, ძამბრანო, რუსი, ოსციპკა, შვეგლერი, ფლუმი (აიგნერი 46), მაიერი, როდე, როზენთალი (ინუი 46), ხოსელუ.
მწვრთნელი: არმინ ფე.
გოლები: 1:0 რამოსი (17), 2:0 ბრუკსი (32), 2:1 მაიერი (37, პენ), 3:1 ალაგი (58), 4:1 ალაგი (60), 5:1 რამოსი (71), 6:1 რონი (89).
გაფრთხილება: ფლუმი 23.
მსაჯი: მიხაელ ვაინერი.
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 16 (10)-10 (6), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 3-2, სეივი: 5-4, ჯარიმა: 18-19.
ჰოფენჰაიმი-ნიურნბერგი 2:2 (1:0)
ზინსჰაიმი, „ვირსოლ რაინ-ნეკარ არენა” 29000
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): კასტელსი, ბეკი, აბრაჰამი, ვესტერგაარდი, ტესკერი, რუდი (შტრობლი 65), პოლანსკი (სალიჰოვიჩი 86), ელიუნუსი, ფირმინო, ვოლანდი, მოდესტე (შიპლოკი 72).
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი.
ნიურნბერგი (4-2-3-1): შეფერი, ფოილნერი, ნილსონი, პოგატეცი, პინოლა, შტარკი, ბალიჩი (დაბანლი 72), გებარტი (დრმიჩი 46), კიოტაკე, მაკი (ფრანტცი 46), გინჩეკი.
მწვრთნელი: არმინ როიტერშანი.
გოლები: 1:0 აბრაჰამი (35), 2:0 მოდესტე (51), 2:1 შტარკი (54), 2:2 გინჩეკი (57).
გაფრთხილებები: შტარკი 30, ბალიჩი 61, პოგატეცი 69, ფოილნერი 74.
მსაჯი: ტორსტენ კინჰიოფერი.
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 23 (11)-11 (8), კუთხური: 4-9, თამაშგარე: 5-4, სეივი: 6-9, ჯარიმა: 17-21.
ბრაუნშვაიგი-ვერდერი 0:1 (0:0)
ბრაუნშვაიგი, “აინტრახტ შტადიონი” 23000
ბრაუნშვაიგი (4-3-3): პეტკოვიჩი, ელაბდელაუი, ბისაკჩიჩი, დოგანი (კორეია 46), რეიჩელი, კრატცი (ოერლი 84), კალიგიური (ბოლანდი 56), ტოიერკაუფი, კრუპკე, იაკსონი, ჰოხშაიდტი.
მწვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეხტი.
ვერდერი (4-3-3): მიელიტცი, ფრიტცი, პრიოდლი, კალდიროლა, გებრე სელასიე, კროოსი (ილდირიმი 81), მაკიადი (ლუკიმია-მულონგოტი 85), იუნუზოვიჩი, პეტერსენი, ჰუნტი, ეკიჩი (ელია 62).
მწვრთნელი: რობინ დუტი.
გოლი: 0:1 იუნუზოვიჩი (83).
გაფრთხილება: ტოიერკაუფი 77.
მსაჯი: დენიზ აიტეკინი.
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 13 (6)-12 (7), კუთხური: 2-7, თამაშგარე: 3-1, სეივი: 6-6, ჯარიმა: 11-18.