ჭიდაობა

16:35 | 19.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნუგზარ სხირელი: “მუნჯის ენა დედამ იცის”

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღე ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისთვის უიღბლო გამოდგა. კონსტანტინე ხაბალაშვილი (66კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (86კგ) მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ. სამწუხაროდ, ორივე მათგანს რუსეთის სახელით მოასპარეზე ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლებთან – ილიას ბეკბულატოვთან და ვლადისლავ ბაიცაევთან მოეცარათ ხელი.

“მსოფლიო სპორტთან” საუბარში ოდიკაძემ წაგება არაობიექტური მსაჯობით ახსნა, ხოლო ხაბალაშვილმა და ნაკრების მწვრთნელებმა კომენტარისგან თავი შეიკავეს.

“მსოფლიო სპორტი” საქართველოს ეროვნული ნაკრების სამი წევრის – ხაბალაშვილის, ხინჩეგაშვილის და გენო პეტრიაშვილის აღმზრდელს, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ ნუგზარ სხირელს ესაუბრა.

-    რით ახსნით ხაბალაშვილის წარუმატებელ გამოსვლას?

-    ნათქვამია, მუნჯის ენა დედამ იცისო. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირად მწვრთნელზე უკეთ არავინ იცის, როგორ მოამზადოს სპორტსმენი ნებისმიერი ტურნირისთვის. ნაკრებს არ გამაკარეს, თორემ ხაბალაშვილი ტურნირს უფრო მომზადებული შეხვდებოდა. ჩემი აზრით, მისი წაგების მიზეზი არასწორი ტაქტიკა იყო.

-    ოდიკაძეზე რას გვეტყვით?

-    ელიზბარი ოქროს მედლის მოპოვების ერთ-ერთი კანდიდატი იყო, რომელსაც არ გაუმართლა, რადგან თითქმის ყველა ფავორიტი მის ბადეში მოხვდა. სამწუხაროდ, ოდიკაძეს გამძლეობა არ ეყო, მესამე დამატებით პერიოდში დაღლა დაეტყო და ბრძოლას გაფრთხილებების გამო გამოეთიშა.

0.114746