"მანჩესტერ სიტის" ფრანგი ნახევარმცველი სამირ ნასრი, უახლოეს პერიოდში საზოგადოებას თავის გადაწყვეტილებას ტვიტერის მეშვეობით ამცნობს, რომელიც ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობას შეეხება.
მოგეხსენებათ, "მამლების" მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა, 26 წლის ფეხბურთელი, ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე არ იახლა. შედეგად, მანამდეც დაძაბული ურთიერთობა დეშამსა და ნასრის შორის, კიდევ უფრო გართულდა.
"გადაწყვეტილება მივიღე და დავაანონსებ, როცა ამის დრო მოვა. ეს გადაწყვეტილება არ იქნება პატარა მესიჯი ტვიტერზე. არამედ ეს იქნება ვრცელი მოხსენება და ახსნა ყველაფრის. მე ინგლისში ვცხოვრობ, ჩემი მშობლები კი _ საფრანგეთში. მათ მედია აწუხებს, მინდა ჩემმა მშობლებმა დაისვენონ და გადაწყვეტილებას განვაცხადებ." _ განაცხადა ნასრიმ.
ნასრიმ ბოლო მატჩი ეროვნულ ნაკრებში, 2013 წლის 15 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ წაგებულ შეხვედრაში (0:2) ჩაატარა. მას შემდეგ ფრანგს "მამლების" მაისურით აღარ უთამაშია. 27 წის ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში 41 მატჩი ჩაუტარებია და 5 გოლიც გაიტანა.
გიორგი ბალახაძე