სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

23:21 | 7.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ნანტი” ფეხბურთელებს 2015 წლის ზაფხულამდე ვერ შეიძენს

ფრანგული “ნანტი” ახალი ფეხბურთელების დამატებას 2015 წლის ზაფხულამდე ვერ მოახერხებს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ლოზანას სასამართლომ ფრანგული კლუბის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

“ნანტმა”, 2012 წელს, “ალ ნასრის” ფეხბურთელი ისმაელ ბანგურა არაბული კლუბის სურვილის საწინააღმდეგოდ შეიძინა, რასაც სასამართლო განხილვა და ფრანგებისთვის სატრანსფერო ემბარგოს დაწესება მოჰყვა. “ნანტმა” გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ ლოზანას სასამართლომ სასჯელი უცვლელი დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2015 წლამდე ფრანგულ კლუბს ახალი ფეხბურთელების რეგისტრაციის უფლება არ ექნება. “ნანტს” ფეხბურთელების გაყიდვის უფლება აქვს.

ტრანსფერების შეზღუდვის გარდა, “ნანტსა” და ისმაელ ბანგურას “ალ ნასრისთვის” 4.5 მილიონ ევროს გადახდა დაეკისრათ. რაც შეეხება ბანგურასთვის მიცემულ ოთხვიან დისკვალიფიკაციას – გვინეელ ფეხბურთელს ეს სასჯელი უკვე მოხდილი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.140813