32 ჩინელმა ნა ლიმ გასულ კვირაში ჩოგბურთიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა, დღეს გამოქვეყნებულ რეიტინგში კი აზიელი ერთი საფეხურით დაწინაურდა (აგნეშკა რადვანსკას მიერ ქულების დაკარგვის გამო) და მომდევნო კლასიფიკაციებში თანდათან ქვემოთ დაქვეითდება. მეშვიდე საფეხურამდე აღზევდა ერთ დროს რეიტინგსიის ლიდერი, დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი, კანადელმა ეჟენი ბუშარმა კი მეშვიდე პოზიციიდან მეცხრემდე დაქვეითდა.
მამაკაცებს რაც შეეხება, შოტლანდიელმა ენდი მარეიმ და ფრანგმა ჟო-ვილფრიდ ცონგამ წინა კლასიფიკაციასთან შედარებით ადგილები გაცვალეს – ბრიტანელი სადღეისოდ მეთერთმეტეა, აფროფრანგი – მეთორმეტე. ერთი ადგილით წაიწია წინ ამერიკელმა ჯონ იზნერმა, ფრანგმა გაელ მონფისმა კი ორით.
Emirates ATP Rankings
1 (1) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 12150
2 (2) რაფა ნადალი (ესპანეთი) 8665
3 (3) როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 8170
4 (4) სტენ ვავრინკა (შვეიცარია) 5690
5 (5) დავიდ ფერერი (ესპანეთი) 4495
6 (6) მილოშ რაონიჩი (კანადა) 4200
7 (7) ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) 4175
8 (8) კეი ნიშიკორი (იაპონია) 3865
9 (9) მარინ ჩილიჩი (ხორვატია) 3845
10 (10) გრიგორ დიმიტროვი (ბულგარეთი) 3710
11 (12) ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) 3135
12 (11) ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი) 3065
13 (13) ერნესტს გულბისი (ლატვია) 2455
14 (14) ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა) 2365
15 (16) ჯონ იზნერი (აშშ) 1925
16 (18) გაელ მონფისი (საფრანგეთი) 1915
17 (15) რობერტო ბაუტისტა-აგუტი (ესპანეთი) 1910
18 (17) ფაბიო ფონინი (იტალია) 1870
19 (19) კევინ ანდერსონი (სამხრეთ აფრიკა) 1840
20 (20) ფელისიანო ლოპესი (ესპანეთი) 1770
WTA Tour Singles Rankings
1 (1) სერენა უილიამსი (აშშ) 9430
2 (2) სიმონა ხალეპი (რუმინეთი) 6160
3 (3) პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი) 5926
4 (4) მარია შარაპოვა (რუსეთი) 5575
5 (6) ნა ლი (ჩინეთი) 5270
6 (5) აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი) 5200
7 (9) კაროლინ ვოზნიაცკი (დანია) 4500
8 (8) ანგელიკ კერბერი (გერმანია) 4480
9 (7) ეჟენი ბუშარი (კანადა) 4433
10 (10) ანა ივანოვიჩი (სერბეთი) 4180
11 (11) ელენა იანკოვიჩი (სერბეთი) 3655
12 (12) სარა ერანი (იტალია) 3215
13 (13) დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკეთი) 3106
14 (14) ეკატერინა მაკაროვა (რუსეთი) 2845
15 (15) ლუსი შაფარჟოვა (ჩეხეთი) 2785
16 (16) ფლავია პენეტა (იტალია) 2651
17 (17) ანდრეა პეტკოვიჩი (გერმანია) 2525
18 (18) ვინუს უილიამსი (აშშ) 2495
19 (19) კარლა სუარეს ნავარო (ესპანეთი) 2420
20 (20) სამანტა სტოსური (ავსტრალია) 2110
WWW.EPA.EU-ს ფოტო