სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

16:17 | 25.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მილანს” გინკელი თვით დააკლდება

“მილანის” ნახევარმცველმა ვან გინკელმა სერია A-ს ბოლო ტურში “ემპოლისთან” შეხვედრაში მარჯვენა ფეხის კოჭი დაიზიანა და პირველ ტაიმშივე დატოვა მინდორი. როგორც “მილანის” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, მედიკოსთა დასკვნით ნახევარმცველის მკურნალობა ერთ თვეს გასტანს.

ჰოლანდიელი ფეხბურთელი ლონდონის “ჩელსის” საკუთრებაა, თუმცა ჟოზე მოურინიუს გუნდში ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა.

მარკო ვან გინკელი “ვიტესში” თამაშისას ბრწყინვალე ფორმაში იყო და სწორედ იმ დროს ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა დებიუტი.

დიმა შარიქაძე

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.122537