იტალიურმა “მილანმა” ახალგაზრდა ფორვარდი სტეფან ელ შაარავი 30 მილიონ ევროდ არ გაყიდა. ამის შესახებ “როსონერის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განუცხადა Goal-ს.
“კონკრეტულ კლუბს არ დავასახელებ, მაგრამ ელ შაარავის ტრანსფერის თაობაზე ძალზე სერიოზული წინადადება მივიღეთ. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტსაც ვუთხარი. სტეფანთან მას შემდეგაც ვისაუბრეთ, რაც კონფედერაციის თასიდან დაბრუნდა. მისი გაყიდვა არ გვინდა. “სან სიროს” დატოვება არც თავად ფორვარდს სურს. ელ შაარავიმ განაცხადა, რომ “მილანის” დიდი ქომაგია და აქ დარჩენა უნდა. როგორი იყო სატრანსფერო შემოთავაზება? ელ შაარავის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდიდნენ”, - განაცხადა გალიანიმ.
რამდენადაც ცნობილია, ელ შაარავის შეძენა “მანჩესტერ სიტის” სურს.