ფეხბურთი

16:26 | 12.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მიჩუ ესპანეთის თავკაცის მადლობელია

“სუონსის” თავდამსხმელი მიჩუ, ესპანეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში დებიუტით კმაყოფილია.

ესპანელთა თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბელარუსებთან (2:1), მიჩუ, ტრავმირებული დავიდ ვილიას ნაცვლად გამოიძახა და სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. მეორე ტაიმში მიჩუ შეცვალეს და მის მაგივრად მოედანზე გასულმა ალვარო ნეგრედომ ანგარიში 2:0 გახადა.

“ძალიან მიხარია და ვისენტე დელ ბოსკეს მადლობელი ვარ. ძალიან ვაფასებ, რომ მწვრთნელს ჩემი სჯერა და ამიტომ, შევეცდები ის არ დავაღალატო. სამწუხაროდ, გოლი ვერ გავიტანე, მაგრამ მომავალში მეტოქის კარის ასაღებად მაქსიმუმს გავაკეთებ” – იუწყება მიჩუს ნათქვამს Football Espana.

მიჩუს დებიუტის შესახებ დელ ბოსკემ ასეთი კომენტარი გააკეთა:

“ვნახე ის როგორ ვარჯიშობდა და კარგი შთაბეჭდილება შემექმნა. მას ძლიერი ხასიათი აქვს. მიჩუსთვის მოედანზე გასვლა იოლი არ იყო, მაგრამ მისი ყველას გვჯეროდა”. 

0.065948