არნემის “ვიტესის” მეპატრონე მერაბ ჟორდანია მიმდინარე სეზონში მისი გუნდის ჰოლანდიის ერედივიზიონში გაჩემპიონებას არ გამორიცხავს.
“ყველაფერი შესაძლებელია. ნათელია, რომ ჩვენი მიზანი ევროთასებზე კიდევ ერთხელ მოხვედრაა. შესაძლოა, უფრო მეტსაც მივაღწიოთ და ჩემპიონთა ლიგაშიც ვითამაშოთ. არ მიკვირს, რომ ამჟამად მოწინავეთა შორის ვართ. აქ ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ, რომ შედეგს მივაღწიოთ. ჩემპიონობაც შეგვიძლია, რატომაც არა?”- იუწყება ჟორდანიას სიტყვებს ჰოლანდიური პრესა.
ამჟამად, “ვიტესი” 14 ქულით ჰოლანდიის 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა და ლიდერ “ტვენტეს” ერთი ქულით ჩამორჩება. თანაც, არნემელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ.