ფეხბურთი

11:40 | 4.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაურო სილვას ბრაზილიის წარმატების სჯერა

ბრაზილიის ნაკრების ვეტერანი ნახევარმცველი მაურო სილვა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე პენტაკამპეონების საჩემპიონო შანსს ოპტიმისტურად აფასებს. ერთ-ერთ სამხრეთამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში მან ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლუიშ ფელიპე სკოლარისა და ტექნიკურ დირექტორ კარლოს ალბერტო პარეირას მისამართით ქება არ დაიშურა.

“ეს ორი უმაღლესი კლასის სპეციალისტი ერთმანეთს ბრწყინვალედ ავსებს. სკოლარი ემოციური და აქტიური ადამიანია, პარეირა კი მშვიდი და გაწონასწორებული. რა თქმა უნდა, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ბრაზილიის ნაკრებს მუნდიალის უმთავრეს ფავორიტად მივიჩნევ” – განაცხადა მაურო სილვამ.

 

0.114184