“პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი აცხადებს, რომ მართალია მას პარიზულ გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს, მაგრამ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.
“პსჟ-ში თავს კარგად ვგრძნობ. რა თქმა უნდა, დარჩენა მინდა, მაგრამ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს.” – ციტირებს 26 წლის შუახაზელის სიტყვებს L’Equipe.
მატუიდსა და პსჟ-ს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ზაფხულში, ფეხბურთელს გუნდიდან უფასოდ წასვლა შეეძლება. როგორც ცნობილია, პსჟ-ს ხელმძღვანელობა ნახევარმცველისთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას არ ჩქარობს.