ჭიდაობა

15:31 | 22.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარსაგიშვილმა ურიშევიც ჩამოიცილა და ევროპირველობის ფინალშია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა დავით მარსაგიშვილმა ფინალის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ქართველმა ევროპის 2-გზის ჩემპიონ ყაბარდოელს 2 პერიოდში მოუმთავრა საქმე.

პირველი პერიოდი მარსაგიშვილმა პასიური მეტოქის გაფრთხილების გამო მიღებული ქულით მოიგო. მეორეში კი 4:2 იმარჯვა. პირველი ქულა ურიშევმა აიღო. შემდეგ მარსაგიშვილმა სამქულიანი ილეთი შეასრულა, რომელიც რუსებმა გააპროტესტეს, მაგრამ კიდევ ერთი საჯარიმო ქულით დაისაჯნენ. ორწუთეულის მიწურულს კი ყაბარდოელმა სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა.

შედეგით განაწყენებულმა რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მსაჯზე გაიწია, რასაც ტრიბუნების აღშფოთება მოჰყვა, მაგრამ სიტუაცია მალევე ჩაწყნარდა.

ფინალში, რომელიც 6 საათიდან დაიწყება, დავით მარსაგიშვილი სომხეთის ნაკრების წევრ მუსა მურთაზალიევს დაუპირისპირდება.

0.19288