ესპანეთის ქალაქ უესკაში, საჭადრაკო ტურნირის - XXXII OPEN INTERNACIONAL DE AJEDREZ DE BENASQUE-ის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გიორგი მარგველაშვილს 6,5 ქულა აქვს და ისრაელის წარმომადგენელ დან ზოლერთან ერთად ლიდერობს. მეშვიდე ტურში ქართველმა მოჭადრაკემ მიხაილ მარინი დაამარცხა.
5-5 ქუკა აქვთ ამავე ტურნირში მოასპარეზე კიდევ ორ ქართველს კონსტანტინე შანავას და თორნიკე სანიკიძეს. მეშვიდე ტურში შანავამ ესპანელ დავიდ გაიაროსთან წააგო, ხოლო სანიკიძე სერხიო გარსასთან დათმო პარტია. ასევე 5 ქულა აქვს ელიზბარ უბილავას, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს.
მერვე ტურში ცენტრალური შეხვედრა გაიმართება მარგველაშვილსა და დან ზოლერს შორის და გამარჯვების შემთხვევაში გიორგი ერთპიროვნული ლიდერი იქნება.
ბარბერა დე ვალეს საჭადრაკო ტურნირის ბოლო ტურის წინ, ერთადერთ ქართველ მონაწილეს ლევან აროშიძეს 5,5 ქულით მეათე პოზიციაზეა და ლიდერს – მაქსიმ ტუროვს (რუსეთი) ქულით ჩამორჩება. თუ ბოლო ტურში აროშიძე ესპანელ მიგელ მუნიოს აჯობებს, დიდი შანსია, პრიზიორთა შორის მოხვდეს.