ჭადრაკი

1:14 | 11.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

მარგველაშვილი – ლიდერებში, სანიკიძე და შანავა – კვალში

 

ესპანეთის ქალაქ უესკაში გრძელდება საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი XXXII OPEN INTERNACIONAL DE AJEDREZ DE BENASQUE, რომელშიც სამი ქართველი მოჭადრაკე: თორნიკე სანიკიძე (რეიტინგი-2596), კონსტანტინე შანავა (2578) და გიორგი მარგველაშვილი (2552) ასპარეზობს. დებულების თანახმად, ტურნირში სულ ათი ტური ჩატარდება, გამარჯვებული კი 4 ათას ევროს მიიღებს. 6 ტურის შემდეგ, 5,5-5,5 ქულით 6 მოჭადრაკე იყოფს ლიდერობას, მათ შორისაა გიორგი მარგველაშვილი. მეექვსე ტურში მარგველაშვილი ისრაელის წარმომადგენელ  ტამირ ნაბატის დაუზავდა.
ლიდერთა ჯგუფს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩებიან შანავა და სანიკიძე, რომლებმაც გუშინ, შესაბამისად, გილერმო გარსიასა და რუფინო კამარენას სძლიეს
დღეს მარგველაშვილი მიხაილ მარინს ეთამაშება, შანავა – დავიდ გოიაროს, ხოლო სანიკიძე კი სერჯო გარზას. 
კიდევ ერთი ქართველი აპარეზობს ესპანეთში, ოღონდ, ბარბერა დელ ვალეს საჭადრაკო ტურნირში, რომელშიც ცხრა ტური ავლენს გამარჯვებულსაც და მთავარი პრიზის, 1500 ევროს მფლობელს. ლევან აროშიძე (2580), 4 ტურის შემდეგ 3 ქულით პირველ ათეულში იმყოფებოდა და ლიდერებს მხოლოდ 0,5 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა შემდეგ... პირველი მარცხი მეექვსე ტურში იწვნია არიან გონსალესთან, მეშვიდე ტურში კი დანიელ ნავაროსთან იმარჯვა და 4,5 ქულით მე-13 ადგილზეა. ტურნირს 6 ქულით ხოსე გარსია გონსალესი ლიდერობს.
 
თენგიზ ჩობანიძე
 
0.11462