სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

12:56 | 20.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარეიმ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

 უიმბლდონის მოქმედმა ჩემპიონმა და დიდი ბრიტანეთის ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ენდი მარეიმ დიდხნიანი პაუზის შემდეგ კორტზე გასვლა მოახერხა. 26 წლის შოტლანდიელი ამჟამად ფლორიდის შტატში, კი-ბისკეინში იმყოფება და ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ აღდგენითი პროცესის დასრულებისთანავე ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა.

“კორტზე მზიან ამინდში გავედი. ეს კარგის ნიშანია”, - დაწერა მარეიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე და კორტზე ვარჯიშის ფოტოც გამოაქვეყნა.

ენდის აშშ-ის ღია პირველობის მეოთხედფინალის შემდეგ არ უთამაშია, პაუზის შემდეგ ოფიციალურ მატჩში მონაწილეობის მიღებას კი მიმდინარე წლის დეკემბერში, აბუ დაბიში აპირებს.

აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ აბუ დაბის შეჯიბრების საპრიზო ფონდი მილიონ 55 ათასი დოლარია და ამ შეჯიბრებაში მონაწილეობას სავარაუდოდ რაფა ნადალი, ტომაშ ბერდიხი და დავიდ ფერერიც მიიღებენ. ტურნირის გამარჯვებული 180 ათას დოლარს და 250 სარეიტინგო ქულას დაიმსახურებს.

თეგებიენდი მარეი
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115229