“მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელი თავკაცი ლუის ვან გაალი “ოლდ ტრაფორდზე” თავის თანამემამულეებს იწვევს. “დეილი ექსპრესის” ცნობით, “წითელი ეშმაკები” “ფეინოორდის” ფეხბურთელების – ბრუნო მარტინს ინდისა და იორდი კლასის შეძენას ცდილობენ.
ორივე ფეხბურთელის სანაცვლოდ, “მანჩესტერი” “ფეინოორდს” 30 მილიონ გირვანქა სტერლინგს სთავაზობს. ინგი ამპლუით მცველია, კლასი – ნახევარმცველი. ორივენი 22 წლისანი არიან და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე გამგზავრების შანსი აქვთ.
“დეილი ექსპრესი” ირწმუნება, რომ “მანჩესტერი” სესკ ფაბრეგასისა და ტონი კროოსის ტრანსფერებზე აღარ ფიქრობს.