“მანჩესტერ იუნაიტედი” შეიძლება “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდ ედისონ კავანითი გაძლიერდეს. Daily Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “წითელი ეშმაკები” მზად არიან, თავიანთი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესონ და ურუგვაელი ფორვარდის სანაცვლოდ 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ. ასევე ვრცელდება ცნობა, რომ თუკი პარიზელებს ეს შეთავაზება არ დააკმაყოფილებთ, მანჩესტერელები მათ ახალი ვარიანტით მიმართავენ, რომელშიც თანხასთან ერთად ჰავბეკ ნანის ჩართავენ.
მოქმედი რეკორდი 37 მილიონი გირვანქა სტერლინგია – სწორედ ეს თანხა გადაუხადა “მანჩესტერ იუნაიტედმა” იანვარში “ჩელსის” ხუან მატას სანაცვლოდ.