“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა მიმდინარე სეზონის ბოლოს მექსიკელი თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი (ჩიჩარიტო) გაყიდოს.
ინტერნეტპორტალ goal.com-ის ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში 25 წლის ფეხბურთელი მანჩესტერელთა მთავარ მწვრთნელს დევიდ მოეიესს მინიმუმ სამჯერ შეხვდა. ამ სეზონში ჩიჩარიტო სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 5-ჯერ მოხვდა და ამიტომ, “იუნაიტედის” ხელმძღვანელებს სთხოვა ყურადღებით განიხილონ ზაფხულში მისი შეძენის მსურველი კლუბების წინადადებები.
მოიესი მექსიკელის შეთავაზებას დათანხმდა და დაჰპირდა, რომ მისაღები შეთავაზების შემთხვევაში, სხვა კლუბში კარიერის გაგრძელებაში ხელს არ შეუშლიდა.