პორტუგალიის საფეხბურთო სეგუნდა ლიგის მე-7 ტურში “ფეირენსე”, რომლის კარსაც გიორგი მაკარიძე იცაავს, სტუმრად “ტონდელასთან” 0:1 დამარცხდა.
წინა ტურების მსგავსად, ქართველმა მეკარემ სრულად ითამაშა. სტუმრებმა გოლი მე-19 წუთზე გაუშვეს. 24 წლის მეკარე პორტუგალიურ კლუბში გასულ ზაფხულს კვიპროსის “დოქსადან” გადავიდა და “ფეირენსეში” 4 მატჩი ჩაატარა. “ფეირენსეს” მხოლოდ 2 ქულა აქვს და 24-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.