ჩოგბურთი

23:00 | 28.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი იტალიურ ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი იტალიის ქალაქ ბაგნატიცაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) გამოეთიშა.

მე-2 რაუნდში მაკა პირველ ნომრად განთესილ იტალიელ ანასტასია გრიმალსკას დაუპირისპირდა და 4:6, 4:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში გახლავთ გასული მე-4 განთესვის მქონე ეკატერინე გორგოძე. მისი მეტოქე მე-5 რეიტინგით მოთამაშე შვეიცარიელი კონი პერინი იქნება.

0.122509