შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა ლუკას მოურამ კლუბი შეიცვალოს. 21 წლის ბრაზილიელის აგენტის – ტიაგო ნისასიოს განცხადებით, მისი კლიენტი პარიზის დატოვებას არ გამორიცხავს.
“ლუკასს იმედი აქვს, რომ მეტი სათამაშო დრო ექნება. შესაძლოა თუ არა, რომ პსჟ ზაფხულში დატოვოს? ეს მარტში გადაწყდება. ჩემი კლიენტი კლუბის შეცვლის ვარიანტს ნამდვილად განიხილავს”, - ციტირებს აგენტის სიტყვებს Goal-ი.
ცნობისათვის, საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, ლუკას მოურას ანგარიშზე 23 მატჩი, 3 გოლი და 8 საგოლე პასია.