“ლივორნოს” ხელმძღვანელობამ იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურში “მილანთან” განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ მთავარი მწვრთნელი დომენიკო დი კარლო გაათავისუფლა და თანამდებობა დავიდე ნიკოლას ჩააბარა, რომელიც ადრეც წვრთნიდა “ლივორნოს” და იანვარში დი კარლომ ჩაანაცვლა.
დავიდე ნიკოლას გუნდი იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზეა და გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად მინიმუმ სამი ქულა სჭირდება.