ფეხბურთი

21:34 | 1.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” შენკლის 100 წლისთავი “მანჩესტერთან” გამარჯვებით აღნიშნა

“ლივერპულმა” შინ დაამარცხა “მანჩესტერ იუნაიტედი,” 3 ტურის შემდეგ მაქსიმალური 9 ქულა მოაგროვა და პრემიერლიგის ცხრილს სათავეში ჩაუდგა. ასეთი რამ კარგა ხანია, არავის ახსოვს. მაგალითად, შარშან, მესამე ტურის შემდეგ, ბრენდან როჯერსის გუნდს მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა და ბოლოდან მესამე ადგილზე იდგა. პირველი გამარჯვება კი მე-6 ტურში იზეიმა “ნორვიჩთან.”

წლეულს “წითლებს” შესანიშნავი დასაწყისი გამოუვიდათ. საკვირაო მატჩს სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა: 2 სექტემბერს “ლივერპულის” ლეგენდარულ მწვრთნელს, ბილ შენკლის, დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა და შთამომავლებმა ეს თარიღი გამარჯვებით მიულოცეს. შენკლის პატივი ქომაგებმაც მიაგეს და “ენფილდის” ტრიბუნებზეც გაიხსენეს. “თუ პირველი ხარ, ესე იგი, პირველი ხარ. თუ მეორე - მაშინ არაფერი არ ხარ,” – ეს ლეგენდარული შენკლის სიტყვებია, რომელიც “ლივერპულში” 1959-74 წლებში მუშაობდა, გუნდი მეორე ლიგიდან უმაღლესში აღაზევა და სათავე დაუდო დიადი “ლივერპულის” წარმატებულ ისტორიას.

კვირას ორივე გუნდს ჰქონდა დანაკლისი. მასპინძლებს დისკვალიფიცირებული სუარესი აკლდათ, სტუმრებს დაშავებული რუნი. “ლივერპულმა” ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო და ამჯერადაც 1:0, ანუ, საკუთარ კარში ჯერ ბურთი არ გაუშვია. ისევ გაიტანა დანიელ სტარიჯმა, რომელსაც კვირას 24 წელიწადი შეუსრულდა.

პირველ ტაიმში მასპინძლები უფრო ცოცხლად ირჯებოდნენ და ადრეული გოლით დაწინაურდნენ. მარჯვნიდან კუთხური ჯერარდმა მოაწოდა, საჯარიმოში აგერმა იმარჯვა, ბოლო მომენტში კი სტარიჯმა ბურთს თავი დაუხვედრა და ანგარიშიც გაიხსნა – 1:0. მერე სტუმრებმაც გამოაჩინეს ბრჭყალები, თუმცა გათანაბრება ვერ მოახერხეს.

მანჩესტერელები მეორე ტაიმშიც აკონტროლებდნენ ბურთს, ლივერპულელები კი სწრფი კონტრშეტევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. რაღაც აკლდა “მანჩესტერს,” რაღაც თუ ვიღაც? ალბათ, ქარიზმატული სერ ალექს ფერგიუსონი. თუმცა, ტურნირი ახალი დაწყებულია და მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.

წლეულს პრემიერლიგაში პირველად მოიგო მიქაელ ლაუდრუპის “სუონსიმ.” სამაგიეროდ პირველად დამარცხდა “ტოტენჰემი.” დინამოელთა მძლეველს თანაქალაქელმა “არსენალმა” ოლივიე ჟირუს ერთადერთი და ეფექტური გოლით აჯობა. ჯამში “მეთოფეები” უკეთ გამოიყურებოდნენ და რომ არა უგო ლორისის საიმედო თამაში, ანგარიში გაცილებით დიდი იქნებოდა.

ლივერპული – მანჩესტერი 1:0 (1:0)

ლივერპული. “ენფილდი.” 44 411

ლივერპული: მინოლე, ჯონსონი (უისდომი 78), აგერი, შკრტელი, ხოსე ენრიკე, ჯერარდი, ლუკას ლეივა, ჰენდერსონი, ფილიპე კოუტინიო (ლუის ალბერტო 83), სტარიჯი, ასპასი (სტერლინგი 60)

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

მანჩესტერი: დე ხეა, რიო ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, ჯოუნსი (ვალენსია 38), კარიკი, იანგი (ნანი 63), გიგზი (ერნანდესი 73), კლევერლი, ვან პერსი, უელბეკი

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გოლი: 1:0 სტარიჯი (4)

გაფრთხილება: ასპასი (35), ლუკას ლეივა (90); კლევერლი (34), ვან პერსი (39), კარიკი (41), იანგი (59)

მსაჯი: ანდრე მარინერი

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 5(6)-4(6), ჯარიმა: 15-15, კუთხური: 2-7, თამაშგარე: 1-0, სეივი: 4-4

 

ვესტ ბრომვიჩი – სუონსი 0:2 (0:1)

ვესტ ბრომვიჩი. “ჰოუთორნსი.”

ვესტ ბრომვიჩი: მაიჰილი, ოლსონი, რიჯუელი, ჯოუნსი, მაკოლი, მორისონი (დორანსი 46), მულუმბუ, იაკობი (როზენბერგი 75), ლონგი, ანელკა, სინკლერი (ბერაინო 75)

მწვრთნელი: სტივ კლარკი

სუონსი: ვორმი, უილიამსი, ანხელ რანხელი, ჩიკო, დევისი, რუტლიჯი (პოზუელო 71), შელვი, პაბლო ერნანდესი, მიჩუ, კანიასი, ბონი (დე გუზმანი 66)

მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი

გოლები: 0:1 დევისი (22), 0:2 პაბლო ერნანდესი (83)

გაფრთხილება: მაკოლი (29), იაკობი (38), დორანსი (54), ოლსონი (65); მიჩუ (62), ანხელ რანხელი (70), პოზუელო (76)

მსაჯი: მაიკლ დინი

ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 1(9)-4(8), ჯარიმა: 10-14, კუთხური: 2-5, თამაშგარე: 3-3, სეივი: 2-1

 

არსენალი – ტოტენჰემი 1:0 (1:0)

ლონდონი. “ემირეითსი.” 60 071

არსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, გიბსი, კოშელნი, ჯენკინსონი, როსიცკი (ნაჩო მონრეალი 79), კასორლა, უილშირი (ფლამინი 44), რემზი, უოლკოტი (სანია 90+1), ჟირუ

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ტოტენჰემი: ლორისი, ვერტონგენი, დოუსონი, როუზი, უოლკერი, დემბელე (დეფო 69), პაულინიო, კაპუე (სანდრო 75), შადლი, თაუნსენდი (ლამელა 75), სოლდადო

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში

გოლი: 1:0 ჟირუ (23)

გაფრთხილება: როსიცკი (33), ფლამინი (55); დეფო (81)

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 5(11)-4(12), ჯარიმა: 13-13, კუთხური: 3-5, თამაშგარე: 1-0, სეივი: 5-4

 

მეგოლეები:

3 – დანიელ სტარიჯი (“ლივერპული”), ოლივიე ჟირუ (“არსენალი”), კრისტიან ბენტეკე (1, “ასტონ ვილა”)

 

 

1.                                         3        3         0        0         3:0         9       
2. 3 2 1 0 4:1 7
3. სიტი 3 2 0 1 8:3 6
4. არსენალი 3 2 0 1 5:4 6
5. სტოკი 3 2 0 1 3:2 6
6. ტოტენჰემი 3 2 0 1 2:1 6
7. მანჩესტერი 3 1 1 1 4:2 4
8. ვესტ ჰემი 3 1 1 1 2:1 4
9. ნორვიჩი 3 1 1 1 3:3 4
10. საუთჰემფტონი 3 1 1 1 2:2 4
11. კარდიფი 3 1 1 1 3:4 4
12. ნიუკასლი 3 1 1 1 1:4 4
13. ასტონ ვილა 3 1 0 2 4:4 3
14. კრისტალ პალასი 3 1 0 2 4:4 3
15. ევერტონი 3 0 3 0 2:2 3
16. სუონსი 3 1 0 2 3:5 3
17. ფულემი 3 1 0 2 2:4 3
18. ჰულ სიტი 3 1 0 2 1:4 3
19. სანდერლენდი 3 0 1 2 2:5 1
20. ვესტ ბრომი 3 0 1 2 0:3 1

 

 

0.639172