რეიტინგსიის 29-ე ნომერმა, გერმანელმა ჩოგბურთელმა საბინ ლისიცკიმ ქალთა შორის მოწოდების სისწრაფის (სიმძლავრის) რეკორდი დაამყარა. სტენფორდის ტურნირის პირველ წრეში 24 წლის ლისიცკი სერბ ანა ივანოვიჩთან 6:7, 1:6 დამარცხდა, მაგრამ ერთ-ერთი მოწოდება 210.8 კმ/სთ სიჩქარით “გაუშვა”, რაც “სუსტი სქესის” ჩოგბურთელთა მსოფლიო რეკორდია.
აქამდე საუკეთესო შედეგი სადიდსლემო ტურნირების 7-გზის ტრიუმფატორ ვინუს უილიამსს ეკუთვნოდა. აშშ-ის ღია პირველობის 2007 წლის გათამაშების ერთ-ერთ მატჩში უილიამს-უფროსმა მოწოდების შედეგად ბურთი ბადის მეორე მხარეს 207.6 კმ/სთ სიჩქარით გაგზავნა.