ჭადრაკი

23:15 | 2.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერი ორია

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ჩემპიონატის მეხუთე ტურში, შავი ფიგურებით მოთამაშე მონაწილეებმა ნავსი გატეხეს და 2 პარტია მოგებით დაასრულეს. სოფიკო ხუხაშვილთან (2408) შეხვედრაში პრინციპული გამარჯვება მოიპოვა ბელა ხოტენაშვილმა (2490). ასევე შავებით იმარჯვა ნინო ბაციაშვილმა (2438).
გულშემატკივართა გაოცებას აგრძელებს ზუგდიდელი მადონა ბოკუჩავა (2058). მან საერთაშორისო დიდოსტატი ნაზი პაიკიძე (2406) დაამარცხა და კიდევ ერთი მოულოდნელი შედეგის ავტორი გახდა.

საქართველოს 69-ე ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის. მეხუთე ტური
მადონა ბოკუჩავა (2058) – ნაზი პაიკიძე (2406) 1:0
სალომე მელია (2400) – სოფიკო გვეტაძე (2334) 0.5:0.5  
ინგა ხურცილავა (2286) – მერი არაბიძე (2337) 0.5:0.5
ინგა ჭარხალაშვილი (2334) – ნინო ბაციაშვილი (2438) 0:1
სოფიკო გურამიშვილი (2395) – მაია ლომინეიშვილი (2366) 0.5:0.5
სოფიკო ხუხაშვილი (2408) - ბელა ხოტენაშვილი (2490) 0:1     

სატურნირო მდგომარეობა
1-2. არაბიძე, ხოტენაშვილი – 4.0 ქულა
3. ბაციაშვილი – 3.5
4-7. გვეტაძე, ბოკუჩავა, პაიკიძე, ხუხაშვილი – 2.5
8-9. მელია, ლომინეიშვილი – 2.0
10-12. ჭარხალაშვილი, გურამიშვილი, ხურცილავა – 1.5

მეექვსე ტური
ნაზი  პაიკიძე (2406) – ბელა ხოტენაშვილი (2490)
მაია ლომინეიშვილი (2366) – სოფიკო ხუხაშვილი (2408)
ნინო ბაციაშვილი (2438) – სოფიკო გურამიშვილი (2395)    
მერი არაბიძე (2337) – ინგა ჭარხალაშვილი (2334)  
სოფიკო გვეტაძე (2334) – ინგა ხურცილავა (2286)
მადონა ბოკუჩავა (2058) – სალომე მელია (2400)

0.114771