ჭადრაკი

21:00 | 18.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერებში ორი ქართველიცაა

სომხეთის ქალაქ ჯერმუკში სტარტი აიღო კარენ ასრიანის სახელობის მემორიალმა, რომელიც უკვე მეხუთედ იმართება. ცხადია, ტურნირზე ძირითადად მასპინძლები სჭარბობენ, შემდეგ კი ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაცია საქართველოს ჰყავს.
სამი ტურის თავზე 2.5 ქულით წინ 11 მონაწილე გაიჭრა, რომელთა შორის ორი ქართველი მოჭადრაკეცაა. დამატებითი მაჩვენებლებით, დავით ლომსაძე (2345) მეორეა, ხოლო დავით არუთიანიანი (2561) – მეათე.
სხვა ქართველების მაჩენებლები ასეთია: 21. კონსტანტინე შანავა (2589) – 2.0; 29. დავით მაღალაშვილი (2478) – 1.5; 36. სოფიკო გურამიშვილი (2408) – 1.5; 53. გაიოზ ნიგალიძე (2465) – 0.5; აქვე ვთქვათ, რომ ესპანეთის სახელით მოთამაშე ანა მათნაძე (2446) 2.0 ქულით 22-ეა.
ჯერმუკის ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 24 ივნისს დასრულდება, მისი საპრიზო ფონდი კი 18 500 დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 4 ათასს მიიღებს. ქალთა შორის საუკეთესო 800 დოლარით დაჯილდოვდება.
 

0.116782