ჭადრაკი

21:44 | 30.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერებმა პოზიციები შეინარჩუნეს

გრძელდება საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა რიგით 69-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ქალაქი-კურორტი ანაკლია მასპინძლობს.

დღეს, ტურნირზე მე-3 ტურის პარტიები გათამაშდა, რომელიც უჩვეულოდ მშვიდობიანი გამოდგა, რადგან 6 პარტიიდან, 5 ყაიმით დასრულდა. მე-6 პარტიაში, ინგა ხურცილავამ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, საერთაშორისო დიდოსტატ მაია ლომინეიშვილს მოუგო.
უჩვეულოდ ხანმოკლე გამოდგა გურამიშვილი-ხუხაშვილის პარტია, სადაც ყაიმი მე-7 სვლაზე დაფიქსირდა.
ლიდერობა შეინარჩუნეს სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფმა მერი არაბიძემ და სოფიკო ხუხაშვილმა, რომლებსაც 2,5-2,5 ქულა აქვთ და უახლოეს მდევარს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ ბელა ხოტენაშვილს ნახევარი ქულით უსწრებენ.
 
მე-3 ტურის ტექნიკური შედეგები
სოფო გვეტაძე-ნაზი პაიკიძე 0,5:0,5
მადონა ბოკუჩავა-მერი არაბიძე 0,5:0,5
სალომე მელია-ნინო ბაციაშვილი 0,5:0,5
ინგა ხურცილავა-მაია ლომინეიშვილი 1:0
ინგა ჭარხალაშვილი-ბელა ხოტენაშვილი 0,5:0,5
სოფიკო გურამიშვილი-სოფიკო ხუხაშვილი 0,5:0,5
 
მე-4 ტურის შეხვედრათა განრიგი
 
პაიკიძე-ხუხაშვილი
ხოტენაშვილი-გურამიშვილი
ლომინეიშვილი-ჭარხალაშვილი
ბაციაშვილი-ხურცილავა
გვეტაძე-ბოკუჩავა
არაბიძე-მელია
 
როლანდ ლაბუჩიძე
სოფო ნიკოლაძის ფოტოები
 
0.212148