ფეხბურთი

1:31 | 19.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკის უცნაური შემთხვევა

გერმანიის ვიცე–ჩემპიონმა „დორტმუნდმა“ ბუნდესლიგის ახალ სეზონში მე–2 მატჩიც მოიგო და ბურთების შეფარდების უკეთესი მაჩვენებლის წყალობით, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეც გადაინაცვლა. იურგენ კლოპის გუნდმა თავის მოედანზე "ბრაუნშვაიგს" უმასპინძლა და შინ უქულოდ გააბრუნა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მატჩის მთავარი მოვლენები დასკვნით 15 წუთში განვითარდა. 75–ე წუთზე, მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა იონას ჰოფმანმა დალაშქრა ფრანკფურტელთა კარი და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. 10 წუთში, ჰოფმანმა პენალტი გამოიმუშავა, რომელიც მარკო როისმა ზუსტი დარტყმით გოლად აქცია.

ძალზე უცნაური ფაქტი შეემთხვა ბუნდესლიგის ერთ–ერთ საუკეთესო სნაიპერ რობერტ ლევანდოვსკის, რომელმაც მატჩის მიწურულს თავური დარტყმით ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიშში სხვაობაც შემცირდა. მიუხედავად ამისა, "ბრაუნშვაიგმა" საჩუქრით ვერ ისარგებლა და ქულის გადარჩენაც ვეღარ შეძლო – 2:1.

შედეგიანი ფრე დაფიქსირდა ნიურნბერგში, სადაც ადგილობრივმა კლუბმა ბუნდესლიგაში დაბრუნებულ ბერლინის „ჰერტას“ უმასპინძლა. გუნდებმა ერთმანეთის კარში 2–2 გოლი გაიტანეს და თითო ქულა ჩაიწერეს.

 

ნიურნბერგი. „გრუნდიგი“. 40000

ნიურნბერგი – ჰერტა 2:2 (1:0)

ნიურნბერგი: შეფერი, პინოლა, პოგატეცი, დაბანლი, ფოილნერი (ჩენდლერი 57), ბალიჩი, კიოტაკე, მაკი (ფრანცი 65), შტარკი (ეშვაინი 72), გინჩეკი, დრმიჩი.

მწვრთნელი: მიხაელ ვიზინგერი

ჰერტა: კრაფტი, ლანგკამპი, იანკერი (რონი 66), პეკარიკი, ბაუმიოჰანი (ბრუკსი 83), ჰოსოგაი, ბენ–ჰატირა, ლუსტენბერგერი, ჰოლანდი, ალაგი (ვაგნერი 66), რამოსი.

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

გოლები: 1:0 დრმიჩი (40), 1:1 ალაგი (61), 1:2 რონი (78პ.), 2:2 კიოტაკე (89)

გაფრთხილებები: დაბანლი (9), ფოილნერი (27)

კარში დარტყმა: 11 (5) – 12 (7) ჯარიმა: 19 - 20 კუთხური: 4 - 5 თამაშგარე: 0 - 6 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 5 – 3

 

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 80200

დორტმუნდი  ბრაუნშვაიგი 2:1 (0:0)

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, ჰუმელსი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი, შაჰინი, ბლაშჩიკოვსკი (როისი 60), ბენდერი, მხითარიანი (დუკში 90), გროსკროიცი, ობამეიანგი (ჰოფმანი 68), ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ბრაუნშვაიგი: დაფარი, რაიხელი, ბიჩაკჩიჩი, კალიჯური (ბოლანდი 65), ჰოკსჰაიდტი (პერტელი 65), ტოიერკაუფი, კრატცი, ელაბდელაუი, მარსელი, კრუპკე (ადემი 77), ჯექსონი.

მწვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეჰტი

გოლები: 1:0 ჰოფმანი (75), 2:0 როისი (86პ.), 2:1 ლევანდოვსკი (89ს.კ)

გაფრთხილებ: ტოიერკაუფი (60)

კარში დარტყმა: 23 (12) – 10 (3) ჯარიმა: 8 - 13 კუთხური: 4 - 3 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 66% - 34% სეივი: 2 – 10

0.161189