„მერანი“, „სიონი“, „ვიტ ჯორჯია“ - შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ეს ის გუნდებია, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც ბათუმის „დინამომ“ პლეი აუტში აუცილებლად უნდა გაუსწროს და ამით უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. წინა ტურში ზღვისპირელებმა ჰაერივით საჭირო 3 ქულა წამოიღეს მარტვილიდან, დღეს კი მათ გაშინაურებულ „ჩელე არენაზე“ კიდევ ერთ კონკურენტს დააყრევინეს ფარ-ხმალი. „დინამომ“ პლეი აუტის ორ ტურში მაქსიმალური შედეგი აჩვენა და სატურნირო მდგამარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა, უფრო სწორად, მეტოქეებთან ქულებში სხვაობა გვარიანად შეამცირა.
ქობულეთში გადაუღებლად წვიმდა, მეორე ტაიმისთვის ნალექს ცივი და ძლიერი ზღვისპირა ქარი დაემატა, თუმცა მძიმე სათამაშო პირობების მიუხედავად, ორივე გუნდი მაქსიმალურად ინდომებდა და მატჩს ინტერესი და დაძაბულობა ოდნავაც არ მოჰკლებია.
პირველ ტაიმში ბურთი ძირითადად საჯარიმო მოედნებს შორის ტრიალებდა, ორივე გუნდი განსაკუთრებული ყურადღებით იცავდა თავს. მეტოქეები ერთმანეთს შორეული დარტყმებითღა აწუხებდნენ. მეტნაკლებად სახიფათო მომენტი პირველად 25-ე წუთზე შეიქმნა. კარენ მაკარიანმა მარცხენა ფლანგიდან გაჭრა სტუმართა საჯარიმოსკენ, ალექსანდრე კოშკაძემაც კარგად დაუგდო ბესიკ ჩიმაკაძეს, რომელმაც ძლიერად დაარტყა კარისკენ, მაგრამ მეტად არაზუსტად. ვიტელთაგან დინამოლთა კარის მიმართულებით შორიდან რამდენჯერმე გურამ გურეშიძემ გაისროლა, თუმც მიზანში ვერცერთხელ მოარტყა.
აბსოლუტურად თანაბარ ბრძოლაში ბედმა მასპინძლებს გაუღიმა. შესვენებამდე 6 წუთით ადრე სტუმრებმა საკუთარ ნახევარზე დაჰკარგეს ბურთი, სანდრო გურულმა მარჯვენა ფრთიდან შეუტია და საჯარიმოში ჩააწოდა, იქ შექმნილი არეულობით კოშკაძემ ისარგებლა და ზუსტი მოკლე პასი გაუკეთა ჩიმაკაძეს, რომელმაც ყოფილი თანაგუნდელები არ დაინდო და ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში.
მე-2 ნახევარში თამაში კიდევ უფრო გამძაფრდა. ვიტელები გასათანაბრებლად ირჯებოდნენ და 55-ე წუთზე კარგი შანსიც მიეცათ, მაგრამ გიორგი მჭედლიშვილის მიერ საჯარიმოს კუთხიდან ძლიერად დარტყმული ოდნავ აცდა ივან პიცანის კარის შორეულ ძელს. ამის შემდეგ უკრაინელ კიპერს ზედიზედ მოუხდა თამაშში ჩართვა და სტუმართა შეტევების განეიტრალება. 63-ე წუთზე ხიფათი „ვიტ ჯორჯიას“ კართან შეიქმნა. ამირან მუჯირმა საჯარიმოს წინა ხაზიდან „ცხრიანს“ დაუმიზნა, მაგრამ ნიკა დაუშვილმა თავგანწირულ მაღალ ნახტომში კუთხურზე გადააგდო ბურთი.
თამაშის ბოლოსკენ ვიტელები დიდი ძალებით ცდილობდნენ მეტოქის დაცვის გარღვევას, მაგრამ იერიშების დაბოლოებისას მოიკოჭლებდნენ. მასპინძლებს კი ერთხელაც გაუღიმათ ფორტუნამ. კონკრეტულად - შეცვლაზე გამოსულმა ნოდარ კიკნაველიძემ მარცხენა ფლანგიდან კარის გასწვრივ გაგზავნა ბურთი, ნიკა დიასამიძე კარგად გაერკვა სიტუაციაში და მახვილგონივრული პასი უბოძა ჩიმაკაძეს, რომელსაც ბურთის მიღება გიორგი ვასაძემ არ აცალა, არბიტრმა კი ჩათვალა, რომ ვიტელმა ეს წესის დარღვევით გააკეთა და 11-მეტრიანი დანიშნა. ჩიმაკაძეს არც ამ შემთხვევაში გახსენებია, საიდან მოვიდა „დინამოში“, მან ზუსტად შეასრულა პენალტი და მატჩში „დუბლი“ მიითვალა.
და, ინფორმაცია განსჯისათვის: აჭარის ტელევიზია ამ თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას აწარმოებდა. ასეთი პატივი ბათუმის „დინამოს“ 2007 წლის შემდეგ არ რგებია.
რამაზ სვანიძე: „დღეს ძალიან საპასუხისმგებლო მისია დამეკისრა - უმნიშვნელოვანეს თამაშში გუნდის გაძღოლა. საქმე ის არის, რომ მერაბ კოჭლაშვილი ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო ვერ ჩამოვიდა ქობულეთში. ჩვენ თავიდანვე გვქონდა გაცნობიერებული, რა მძიმე მატჩიც გველოდა. თამაშმა მოლოდინი გაამართლა. ორივე გუნდმა დიდი თავდადებით იბრძოლეს. ვფიქრობ, მარცხს ნამდვილად არ ვიმსახურებდით. პირველ ტაიმში ძალზე დასანანი გოლი გავუშვით. მეორე ნახევარში სათამაშო უპირატესობა ჩვენი იყო, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, იღბალი არ გვწყალობდა. პლეი აუტი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ყველაფერი წინ არის. სატურნირო მდგომარეობა უახლოეს შეხვედრებში უნდა გავიმყაროთ.“
გია გურული: „ყოველთვის ვამბობ, ჩვენთვის პლეი აუტის ყველა მატჩი გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება, ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს და ბიჭებმა ეს კარგად იციან. დღეს მათ ყველაფერი იღონეს გასამარჯვებლად. უშუალო კონკურენტებს მივუახლოვდით. აღებული ტემპი არ უნდა შევაჩეროთ და მაშინ სეზონის მთავარ ამოცანას შევასრულებთ.“
„დინამო“(ბათუმი) – „ვიტ ჯორჯია“(თბილისი) 2:0(1:0)
ქობულეთი. “ჩელე არენა“. 17 მარტი. 15 საათი. 200 მაყურებელი
„დინამო“: პიცანი, ფარტენაძე, ჟვანია, ზვ. ლობჟანიძე, გაბუნია, მახარაძე, მაკარიანი (დიასამიძე, 67), მუჯირი (კ, ცანავა, 87), ა. გურული (კიკნაველიძე, 84), კოშკაძე, ჩიმაკაძე
მწვრთნელ-კონსულტანტი: გია გურული
„ვიტ ჯორჯია“: დაუშვილი, ხურცილავა, ადამაძე, კასრაძე, მჭედლიშვილი, დავლაშელიძე (გოგიაშვილი, 86), გურეშიძე, ღიბრაძე (ვასაძე, 76), კორიფაძე (კუხალეიშვილი, 51), ჯანელიძე, გაბრიჭიძე
მწვრთნელი: რამაზ სვანიძე
გოლი:1:0, 2:0 ჩიმაკაძე (39, 90+3, პენ)
გაფრთხილება: დავლაშელიძე (15), მახარაძე (37), ლობჟანიძე (61), გაბრიჭიძე (89)
მსაჯები: გიორგი ვადაჭკორია, ლევან ვარამიშვილი, არჩილ კოკაია, დავით სანოძე
I-VI ადგილებისთვის
დინამო (თბ) – დილა 0:0
ზუგდიდი – ჩიხურა 1:3 (1:0)
გოლები: 1:0 ირაკლი ეხვაია (26), 1:1 ბესიკ დეკანოიძე (67), 1:2 ნიკო კვასხვაძე (80), 1:3 ბესიკ დეკანოიძე (90+2)
ზესტაფონი – ტორპედო 0:0
1 | დინამო (თბილისი) | 24 | 17 | 5 | 2 | 66:19 | 56 |
2 | დილა (გორი) | 24 | 17 | 2 | 5 | 38:16 | 53 |
3 | ტორპედო (ქუთაისი) | 24 | 14 | 5 | 5 | 41:18 | 47 |
4 | ჩიხურა (საჩხერე) | 24 | 14 | 5 | 5 | 38:22 | 47 |
5 | ზესტაფონი | 24 | 11 | 5 | 8 | 31:22 | 38 |
6 | ზუგდიდი | 24 | 10 | 5 | 9 | 28:32 | 35 |
30 მარტი: დილა – ზუგდიდი, ტორპედო – დინამო (თბ), ჩიხურა - ზესტაფონი
VII-XII ადგილებისთვის
კოლხეთი – სიონი 2:1 (1:1)
გოლები: 1:0 თეიმურაზ ფარულავა (20), 1:1 აკაკი მიკუჩაძე (33, პენ), 2:1 შალვა კვანტალიანი (84)
დინამო (ბთ) – ვიტ ჯორჯია 2:0 (1:0)
გოლი: 1:0, 2:0 ბესიკ ჩიმაკაძე (40, 90 პენ)
მეტალურგი – მერანი 1:1 (1:1)
გოლი: 1:0 ზვიად ლობჯანიძე (20), 1:1 ლაშა კუჭუხიძე (39)
1 | მეტალურგი (რუსთავი) | 24 | 10 | 5 | 9 | 23:27 | 35 |
2 | მერანი (მარტვილი) | 24 | 7 | 3 | 14 | 24:38 | 24 |
3 | ვიტ ჯორჯია (თბილისი) | 24 | 5 | 7 | 12 | 15:33 | 22 |
4 | სიონი (ბოლნისი) | 24 | 5 | 6 | 13 | 17:40 | 21 |
5 | დინამო (ბათუმი) | 24 | 5 | 4 | 15 | 25:47 | 19 |
6 | კოლხეთი (ფოთი) | 24 | 1 | 4 | 19 | 13:45 | 7 |
25-ე ტური
30 მარტი: მერანი – კოლხეთი, ვიტ ჯორჯია – მეტალურგი, სიონი – დინამო (ბთ)
მეგოლეები:
18 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)
17 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)
13 - საბა ლომია (“მერანი”)
12 – ალვარო (“დინამო” თბილისი)
10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)
7 - დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”), დიმიტრი ტატანაშვილი (“მეტალურგი” / “დინამო” თბილისი)
6 – მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), ბესიკ ჩიმაკაძე (1, “ვიტ ჯორჯია” / “დინამო” ბათუმი), რევაზ ჯიქია (“სიონი” / გუნდში აღარ არის), ლევან ხმალაძე, გიორგი მერებაშვილი (“დინამო” თბილისი), დავით კირკიტაძე (“ჩიხურა”),
5 - გიორგი ბერიაშვილი, გიორგი კუხიანიძე (2), ელგუჯა გრიგალაშვილი (ყველა - “ტორპედო”), თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), ნიკო კვასხვაძე ("ჩიხურა")
4 – რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი დათუნაიშვილი (“ტორპედო”), ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ნიკა დიასამიძე (“დინამო” ბათუმი), რომან ახალკაცი (“დილა” / “მეტალურგი”), ლაშა გვალია (1), ირაკლი მოდებაძე (2, ორივე - “დილა”)
3 – შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი (ორივე - “ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი, ნათან ჟუნიორი (ყველა - “დილა”), გიორგი ონიანი (“დილა” / “ტორპედო”), თორნიკე ბერიძე (“დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე, შოთა ბაბუნაშვილი (ორივე - “ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი, შალვა კვანტალიანი (ორივე - “კოლხეთი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გაგა ჩხეტიანი (“ჩიხურა”)
2 – ალექსანდრე ბენაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი (ორივე – “ზესტაფონი”), ზურაბ მენთეშაშვილი (“ზესტაფონი” / “მეტალურგი”), ლევან კუტალია (1,“ზუგდიდი” / “ზესტაფონი”), გიგა ამბროლაძე, ნოდარ ნოზაძე, მამუკა ტორონჯაძე (ყველა - "მერანი"), რევაზ გოცირიძე, თემურ შარაშენიძე, გიორგი მიქაბერიძე (ყველა - “მეტალურგი”), სანდრო გურული (1 “დილა” / “დინამო” ბათუმი), დათო კვირკველია (1, “დილა”), ირაკლი კლიმიაშვილი (“დილა” / თავისუფალი აგენტი), პაატა ცხვიტარია (“კოლხეთი”), გრიგოლ დოლიძე, ბექა ტუღუში, ლაშა შერგელაშვილი (ყველა - “ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე, ამირან მუჯირი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ელგუჯა ლობჟანიძე, ლაშა გაბრიჩიძე (ორივე - “ვიტ ჯორჯია”), ზვიად სიხარულია (“ზუგდიდი”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)
1 – თორნიკე აფციაური, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ბერდია შარვაძე, იგორ იელიჩი, ბოტი გოა დემელი, თეიმურაზ ღონღაძე (ყველა - “ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, გივი დიდავა, ვალერი იობაშვილი, დათა სიჭინავა, ლაშა კუჭუხიძე (ყველა - “მერანი”), პატრიკ მილხრაუმი (“ზესტაფონი” / “დინამო თბილისი), რობერტინიო (“დინამო” თბილისი / “ინტერი” ბაქო), ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი (ორივე – “დინამო” თბილისი), ალექსანდრე კოშკაძე (“ზუგდიდი” / “დინამო” ბათუმი), გელა გოგიტიძე, ოლექსანდრ ტიმჩიშინი, კარენ მაკარიანი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, გიორგი ქუცურუა (გუნდში აღარ არის), დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა, გიორგი ფეიქრიშვილი (გუნდში აღარ არის), ვილი ისიანი, გიორგი ჭანკოტაძე (გუნდში აღარ არის), დაჩი ფოფხაძე, პაველ ჰაიდუჩეკი, გიორგი ცხადაია, აკაკი მიკუჩაძე (1) (ყველა - “სიონი”), გიორგი ჭედია (“სიონი” / ამჟამად უგუნდოდ), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, ლევან ბაკურაძე, ჯაბა ბერიანიძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე, ბესიკ დეკანოიძე (ყველა - “ჩიხურა”), ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია, ნიკა ფირცხალავა (ყველა - “ტორპედო”), გიორგი ვასაძე, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე, ირაკლი ღიბრაძე, გურამ ადამაძე (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), გიორგი ლაშქარავა, ირაკლი ეხვაია (ორივე - “ზუგდიდი”), ალექსანდრე კვახაძე (“ტორპედო” / “დილა”), ვალერი კაციტაძე, მიხეილ გორელიშვილი, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია (ყველა - “დილა”) ლაშა სალუქვაძე (“დილა” / “სკა –ენერგია” ხაბაროვსკი), ომარ გოგონაია, ილია პავლიაშვილი, თეიმურაზ ფარულავა (ყველა – “კოლხეთი”), ჯემალ გაბუნია (“კოლხეთი” / “დინამო” ბათუმი), ანზორ სუხიაშვილი, რევაზ გეწაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე, გოგი ფიფია, ზვიად ლობჯანიძე (ყველა - “მეტალურგი”), დავით ჯანელიძე (“მეტალურგი” / “თურანი” Aაზერბაიჯანი)
ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი, გელა გოგიტიძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”), გია ჩადუნელი (“კოლხეთი”)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა
იუზა კაციტაძე ქობულეთიდან
ავტორის ფოტოები