“ჩელსის” ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი, რომელსაც ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, სავარაუდოდ კარიერას “ნიუ-იორკ სიტიში” გააგრძელებს. CNN-ის ცნობით, “მანჩესტერ სიტის” მფლობელების მიერ შექმნილი ამერიკული კლუბი, რომელიც MLS-ში 2015 წლიდან გამოვა, 35 წლის ბრიტანელთან აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს.
თუ მხარეები საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ, დიდი ალბათობით, კონტრაქტს მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგღა გააფორმებენ.
პრემიერლიგის 2013/14 წლების სეზონში ფრენკ ლამპარდმა 26 თამაში ჩაატარა და თავი 6 გოლით და 3 პასით გამოიჩინა.