გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ფილიპ ლამი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების მიუხედავად, მისი გუნდი ესპანეთის ნაკრების სიმაღლეზე ჯერ არაა.
“მიმაჩნია, რომ ჩვენი ესპანეთის ნაკრებთან გათანაბრება არ შეიძლება. ესპანელებმა ზედიზედ 3 ტიტული მოიგეს. თუ გერმანიას მსგავსი მიღწევა ექნება, ახალ სიმაღლეზე ასვლაზე საუბარი შეიძლება.
ჩემთვის, ესპანეთის ნაკრები საუკეთესოა ახლაც და ევროპის 2016 წლის ჩემპიონატისთვისაც.” – განაცხადა ფილიპ ლამმა, რომელმაც ბრაზილიაში მოგებული მუნდიალის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა.