ფეხბურთი

16:31 | 14.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

კურტუა: "მოურინიოს ველაპარაკე"

მადრიდის "ატლეტიკოს" ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა აცხადებს, რომ მისი მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გაირკვევა. ლონდონის "ჩელსის" საკუთრებაში მყოფი ახალგაზრდა მეკარე, უკვე მესამე წელია მადრიდულ კლუბშია განათხოვრებული.

"ჩემი მომავალი მუნდიალის შემდეგ საბოლოოდ გაირკვევა. ჯერ კიდევ პრიმერადივიზიონის ბოლო ტურის წინ ველაპარაკე მოურინიოს და მან მითხრა თუ რას ფიქრობს ჩემზე. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ვარ და "ჩელსიში" ჩემთვის მისაღები მხოლოდ პირველ ნომრად თამაშია." - განაცხადა კურტუამ.

შეგახსენებთ, რომ "არისტოკრატები" მზად არიან პიტერ ჩეხი გაყიდონ. ამის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 22 წლის ბელგიელი მეკარე შემდეგ სეზონში "სტემფორდ ბრიჯზე" ითამაშებს.

გასულ სეზონში ტიბო კურტუამ "ატლეტიკოს" მაისურით 56 შეხვედრა ჩაატარა.

 

გიორგი ბალახაძე

0.112673